Saturday, June 16, 2018


მასწავლებელი:   ლელა ლემონჯავა
 
საგანი:   ინგლისური ენა  

კლასი:    VI                    დრო:      90 წუთი
 
მოსწავლეთა პროფილი:     კლასში იმყოფება 18 მოსწავლე. კლასში არ იმყოფება სპეციალური             საჭიროების მქონე მოსწავლე  

გაკვეთილის თემა:   ბულინგი  

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები გააცნობიერებენ ქცევის ძალადობის ფორმებს, განსაზღვრავენ საკუთარი როლს და პასუხისმგებლობას  ბულინგის პრევენციასა და შემცირებაში.
გაკვეთილის ამოცანები:
დამოკიდებულება:

  • მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ტექსტისადმი.
  • უპასუხებენ კრიტიკულ და სააზროვნო კითხვებს.
  • აღწერენ სურათებს როლური თამაშით
ცოდნა:

  • მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
  • გაანალიზებენ ბულინგის შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებს.
  • განსაზღვრავენ საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას.
საჭირო წინარე ცოდნა:

  • მოსწავლეებს აქვთ გამოცდილება  უპასუხონ ტექსტის ირგვლივ როგორც ფაქტობრივ ასევე სააზროვნო შეკითხვებს.
  • შეუძლიათ განასახიერონ როლური თამაში, ტექსტზე დაყრდნობით.
  • აქვთ გუფური მუშაობის გამოცდილება და ფლობენ პრეზენტაციის უნარს.    
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: 
უცხ.დ.IV.17. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად მეტყველება.
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სურათებზე დაყრდნობით აგებს და ჰყვება მარტივ ამბავს;
  • გეგმის მიხედვით  ჰყვება მოსმენილი/წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს; 
  • საუბრობს მისთვის ნაცნობ თემებზე (მაგ., გეგმები, მეგობრები, გატაცებები, საყვარელი საქმიანობა და სხვა).
უცხ.დ.IV.7.  მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის  ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან;
  • ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
  • ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, წარწერა;
  • ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია; ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირს;
  • ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა.

   
შეფასების ფორმები:   განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება შეფასების რუბრიკით
  
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:   მთელი კლასი ჯგუფები.  

გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები:

  • გონებრივი იერიში
  • კითხვა-პასუხი
  • როლური თამაში
  • გუფური მუშაობა.    
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო. სამუშაო ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტ რესურსი, დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი, მარკერები.  

გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილი იწყება მისალმებით, სიის ამოკითხვით და გაკვეთილის მიზნის გაცნობით. (3 წუთი)

აქტივობა N1 გონებრივი იერიში (5 წუთი)
აქტივობის მიზანი:   მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას თემასთან დაკავშირებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითვას თუ რას ნიშნავს ბულინგი და რა სახის ბულინგია მათთვის ცნობილი. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, შემდეგ მასწავლებელი გააკრავს დაფაზე ფლიპჩარტს სადაც ჩამოწერილია ბულინგის ფორმები, აღნიშნავს თუ რამდენი მათგანის დასხელება შეძლეს მოსწაავლეებმა და განმარტავს თითოეულს.

აქტივობა N2 ტექსტზე მუშაობა (10 წუთი)
აქტივობის მიზანი: ტექსტის გაგება გააზრებადა კითხვებზე პასუხი.
აქტივობის აღწერა: კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად. ტექტიც  სამი ნაწილისგან შედგება. მასწავლებელი ურიგებს თითოეულ ჯგუფს თითო ნაწილს და სთხოვს გასცენ პასუხი მოცემულ კითხვებზე. 

აქტივობა N3  სურათის აღწერა როლური თამაშით.(15 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ინაწილებენ როლებს და აღწერენ სურათებს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს გაინაწილონ როლები სახელმძღვანელოში მოსემული სურათების მიხედვით. I ჯგუფი წარადგენს I ნაწილს II ჯგუფი______II ნაწილს და  III ჯგუფი______ III ნაწილს. პრეზენტაციის დროს მასწავლებელი უჩვენებს სურათებს ეკრანზე.

აქტივობა N4 ფრაზების ამოწერა ტექსტიდან (7წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ტექსტიდან ამოიწერენ ბულინგთან დაკავშირებულ ფრაზებს (წინადადებებს.
აქტვობის აღწერა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს იმუშაონ გუფებში დაწერონ ფლიპჩართზე ტექსტიდან ამოღებული ბულინგთან დაკავშირებული ფრაზები (წინადადებები) და წარადგინონ კლასის წინაშე.

შეფასება 3 წუთი  

გაკვეთილი N2
აქტივობა N5  კითხვა -პასუხი. (7წუთი)
აქტივობის მიზანი: ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითვას და წერენ შესაბამის გრაფაში.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აკრავს ფლიპჩარტს დაფაზე, სადაც მოცემულია ტექსტში ნახსენები მოქმედი გმირები: მჩაგვრელი, მსხვერპლი და მოწმე. სვამს კითხვას ვინ რა გააკეთა? მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და მიაწერენ პასუხებს შესაბამის გრაფაში.

აქტივობაN 6 ვიდეო რესურსი (8 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს ბულინგზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი რთავს ვიდეოს, შემდეგ სვამს კითხვებს ნანახთან დააკავშირებით. მოსწავლეები პასუხობენ

აქტივობა N7 პოსტერები (10 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აგებენ პოსტერებს ბულინგის მიერ გამოწვეულ საფრთხეებზე და გადაჭრის გზებზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს ააგონ პოსტერი მიღებული ინფორმაციის მიხედვით თუ რა საფრთხეებს შეიცავს ბულინგი და ოგორ არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება.

აქტივობა N8 სიტუაციები  (15 წუთი) 
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები განსაზღვრავენ თავიანთ როლს და პასუხისმგებლობას მოცემულ სიტუაციებში.
აქტივობის აღწერა:   მოცემულია რამოდენიმე სიტუაცია. მოსწავლეებს ევალებათ დაასაბუთონ თუ როგორ მოიქცევიან ამათუიმ სიტუაციაში და რატომ. 

შფასება (3 წუთი)

დავალების მიცემა (2 წუთი) 
საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევათ აღწერონ რაიმე სახის ბულინგი რაც მათ რეალურ ცხოვრებაში შეხვედრიათ ან გაუგონიათ.









 
How might they react?

  •  Feel depressed
  • Self -harm
  • Feel anxious about going to school
  • Suicidal thoughts/ attempt suicide
  • Withdraw socially and stop going out
  • Avoid  social media or messenger
  • Be very angry and be aggressive
  • Bully others



How to get the bulling to stop

  • Report the bulling to the teacher or someone at school you feel safe with
  • Tell a parent or a family member
  • Be assertive with the bully and say their name calling is boring or making them look stupid but not aggressive
  • Ignore it and walk away no reaction


გაკვეთილზე...