Friday, April 13, 2018


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:  ლელა ლემონჯავა
საგანი:   ინგლისური ენა                  კლასი:   VIII
თემა:   სიტუაცია კაფეში (როლური თამაში)    დრო:  45წთ.
მოსწავლეთა პროფილი:  კლასში იმყოფება 12 მოსწავლე, სსმ. მოსწავლე არ არის . მოსწავლეთა უმრავლესობა მოტივირებული და აქტიურია.
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლეები შეძლებენ კერძის შეკვეთას, განასახიერებენ სიტუაციას კაფეში. გამოიყენებენ ნასწავლ ფრაზებს და გრამატიკულ სტრუქტურებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: უცხ.ს.IV. 17   მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკციო სიტუაციას.
წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს.
 საჭირო წინარე ცოდნა და უნარ- ჩვევები:   მოსწავლეები ფლობენ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკას და გრამატიკულ სტრუქტურებს (some, any, how much, how many)
შეფასება: განმავითარებელი, შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და  რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი მარკერი, ბარათები
    მისალმება, გაკვეთილის მიზნიზ გაცნობა, სიის ამოკითხვა. (3 წუთი)

აქტივობა N1  quiz (5 წუთი)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები წერენ  quiz, რითაც მოწმდება მათი წინარე ცოდნა.
აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ბარათებს იმ გრამატიკული სავარჯიშოებით. რომლებიც განხილული იყო წინა გაკვეთილზე.

აქტივობა N2  T დიაგრამა.(5 წუთი)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები დაალაგებენ ოფიციანტის და მომხმარებლის ფრაზებს T დიაგრამის საშუალებით.
ქტივობის აღწერა:  დაფაზე მოცემულია T დიაგრამა. წინასწარ დამზადებულ ბარათებზე დაწერილია ფრაზები მიმტანის და მომხმარებლის ცალ-ცალკე. მასწავლებელი იძახებს მოსწავლეებს და თხოვს ამოიცნოს თუ ვის ეკუთვნის ეასთუის ფრაზა და მიაკრას დაფაზე მოცემულ დიაგრამაზე.

 აქტივობა N3  მენიუს შექმნა (7წუთი)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები ქმნიან მენიუს ფლეპჩარტზე და წარადგენენ კლასის წინაშე
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს იმუშაონ ჯგიფურად, მოფიქრონ კაფის სახელწოდება, შექმნან მენიუ და ნამუშევარი წარადგინონ კლასის წინაშე ფლიპჩარტზე

აქტივობაN4  როლური თამაში (20 წუთი)
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეთა ჯგუფები განასახიერებენ სიტუაციას კაფეში’
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები დაყოფილები არიან 3 ჯგუფად მასწავლებელი რთავს აუდიო ჩანაწერს სადაც მოცემულია სიტუაცია კაფეში. ჯგუფებს ევალებათ განასახიერონ იგივე სიტუაცია გამოიყენონ გრამატიკული სტრუქტურები და დაფაზე მოცმული ფრაზები.
შეფასება:  მოსწავლეები ფასებიან შეფასების რუბრიკით (3 წუთი)
დავალების მიცემა (2 წუთი)



შეფასების რუბრიკა
ძალიან კარგი
    (10-9 ქულა)

     კარგი
   ( 8-7  ქულა)

დამაკმაყოფილებელი
          (6-5-4 ქულა)
არადამაკმაკმაყოფილებელი
             (3-2-1 ) ქულა

როლური თამაში ძალიან კარგია, რეალისტურია და კრეატიული. ჯგუფის წევრები ლაპარაკობენ გაბმულად და თავდაჯერებულად და სრულყოფილად იყენებენ მოცემულ ფრაზებს და გრამატიკულ სტრუქტურებს.



როლური თამაში კარგია, ჯგუფის წევრები ლაპარაკობენ გაბმულად და თავდაჯერებულად, აზრი გასაგებია და ძირითადად იყენებენ მოცემულ ფრაზებს და გრამატიკულ სტრუქტურებს.



როლური თამაში სუსტია, ჯგუფის წევრები ვერ ლაპარაკობენ თავდაჯერებულად, თუმცა აზრი გასაგებია.მეტ-ნაკლებად იყენებენ მოცემულ ფრაზებს და გრამატიკულ სტრუქტურებს.

როლური თამაში არარეალისტურია,ჯგუფის წევრები ვერ ლაპარაკობენ თავდაჯერებულად, აზრი ძირითადად გაუგებარია. ვერ იყენებენ მოცემულ ფრაზებს და გრამატიკულ სტრუქტურებს სათანადოდ.

Waiter                                                       customer
Are you ready to order?                                                  What’s _________?
What would you like to eat/ drink?                              Could I have a/some ______  please?
It’s a______ with ________                                          I’d like a/some _________ please.
How much / many _______  do you want?                I don’t want any ___________
Certainly                                                                           Have you got any __________  ?