Saturday, October 3, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


                                         
ინტეგრირებული გაკვეთილის თემა
იმპრესიონიზმი
სწავლების საფეხური და კლასი
საფეხური 2
IX კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა- შორენა მალანია
ინგლისური ენა- ლელა ლემონჯავა
ხელოვნება- რეო ესართია
მოსწავლეთა რაოდენობა
10
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლე არ არის
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
ხელოვნების ნიმუშის და ნაწარმოების შესახებ მსჯელობა საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვა. (როგორც ქართულად ისე ინგლისურად)
ტექსტზე მუშაობა, ინფორმაციის გაგება, ტექსტის წვდომა და გააზრება და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.  
ს.გ.IX.4.      მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს
უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.



თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
გაკვეთილი იწყება გონებრივი იერიშით
*რას ნიშნავს იმპრესიონიზმი?
დაფაზეა გაკრული რუბრიკა
რა ვიცი
მინდა ვიცოდე
გავიგე



მოსწავლეებს ევალებათ შეავსონ პირველი გრაფა. უზიარებენ ერთმანეთს წინარე ცოდნას. (5 წუთი)
ხელოვნების მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას. პროექტორით აჩვენებსიმპრესიონიზმ მხატვართა ნამუშევარს. ადარებს სხვადასხვა მიმდინარეობებს. მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს მსგავსება განსხვავებაზე.(7 წუთი)
ინგლისურის მასწავლებელი რთავს CD მოსწავლეები უსმენენ ტექსტს და აკეთებენ წიგნში მოცემულ სავარჯიშოს (3წუთი)შემდეგ შეარჩევენ იმპრესიონისტული მხატვრობის ერთერთ ნიმუშს და აღწერენ.(7 წუთი)
ქართულის მასწავლებელი სვამს კითხვასთუ როგორ წარმოუდგენიათ იმპრესიონიზმი მწერლობაშიდა აძლევს რუბრიკას „დავაკავშიროთ’’ „გავაანალიზოთ’’(5 წუთი) შემდეგ კლასი გადადის უშუალოდ  ნაწარმოებ „გული“ტექსტზე მუშაობაზე(8) წუთი
მოსწავლეებს ევალებათ შეავსონ მომდევნო ორი გრაფა (მინდა ვიცოდე, გავიგე) 5 წუთი. შეფასება (2 წუთი) დავალების მიცემა ქართულში დაწერონ მინიატურის მთავარი სათქმელი და დაასაბუთონ რომ „გული’’ იმპრესიონისტული მანერით შექმნილი მინიატურაა
ინგლისურად  თარგმნონ ნაწარმოები „გული“
ხელოვნება მიღებული შთაბეჭდილების შეძლებისდაგვარად  გადატანა ტილოზე (3 წუთი)
შეფასება
 საკლასო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, საკლასო სახელმძღვანელოები, პროექტორი, დაფა, ცარცი, დისკი, ინტერნეტი